მოსკოვს სურს, რომ მისი სამეზობლო სტაბილური, აყვავებული და პროგნოზირებადი იყოს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოსკოვი თურქეთში, სომხეთსა და ყაზახეთში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის საზღვრებთან „ტურბულენტობა“ მოსკოვში შეშფოთებას იწვევს.
მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სამივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

„რა თქმა უნდა, ასეთი ტურბულენტობის გამოვლინებები ჩვენს საზღვრებთან შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვს სურს, რომ მისი მეზობელი ქვეყნები სტაბილური, აყვავებული და პროგნოზირებადი იყვნენ.

Visited 216 times, 1 visit(s) today