იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათ შეხვედრაზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებზე ისაუბრეს.
ქალაქ სიღნაღში, აღმაშენებლის # 7-ში მდებარე იურიდიული დახმარების ბიუროში მისულ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა მაღალკვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს უფასო კონსულტაციები. რაც შეეხება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას, არის გარკვეული კრიტერიუმები, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია, მიიღებენ სრულ უფასო სამართლებრივ მომსახურებას.
დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკლზე: legalid.ge