მსოფლიო ბანკი საქართველოს სტიქიაში ბრძოლაში ფინანური და ტექნიკური კუთხით დაეხმარება

მსოფლიო ბანკი საქართველოს სტიქიაში ბრძოლაში ფინანური და ტექნიკური კუთხით დაეხმარება. ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბორმა განაცხადა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სტიქიის ზონაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
“ვფიქრობთ, რომ თქვენი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელით სწორად გაუძღვა სიტუაციას და გადაიდგა სწორი ნაბიჯები. მსოფლიო ბანკი მზად არის აღმოუჩინოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება საქართველოს. პირველ რიგში ჩამოვა ტექნიკური მისია, რომლებიც შეაფასებენ სიტუაციას. ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც სწორედ ამ საკითხებზე მუშაობდნენ საქართველოში და ამ ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოვა აქ. ეს იქნება პირველი ნაწილი. თუმცაღა, ჩვენ ასევე მზად ვართ დახმარება აღმოგიჩინოთ ფინანსური და ტექნიკური სახით. ეს განხილული იქნება საქართველოს მთავრობასთან”, – განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.

Visited 148 times, 1 visit(s) today