მუსიკალური პროექტი იმერეთის ხმა დასრულდა, სადაც ხონელმა ახალგაზრდება დიდ წარმატებას მიაღწიეს. პირველი ადგილის მფლობელი თიკო ჭავჭანიძე გახდა, ხოლო მეორე მონაწილეს თორნიკე ხაჭაპურიძეს კი პატრიოტული სიმღერების საუკეთესო შემსრულებელის პრიზი ერგო.
,,პროექტის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და ხელშეწყობა. ერთგვარად ეს პროექტი ბევრი ახალგაზრდისთვის არის სტიმული უფრო მეტი იშრომოს და არამარტო ღირსეული კონკურენცია გაუწიოს თითოეულ მონაწილეს, არამედ თავად გახდეს გამარჯვებული“–აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.
პროექტი ,,იმერეთის ხმა“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მეორე წელია მიმდინარეობს და მასში 12–ვე მუნიციპალიტეტია ჩართული. წელს კონკურსში 45 ახალგაზრდა მონაწილეობდა. გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა.
საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისგან საჩუქრები გადაეცათ.