მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება .
რეაბილიტაციის პროცესი დღეს გამგებელმა ზაზა ხურციძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა .
ამ ეტაპზე სოფელ მუქედში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის მოასფალტების სამუშაოები.გამგებლის დაპირებისამებრ,მოასფალტდება სოფელ მუქედის ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის 1 800 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც დაკრძალული არიან საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირები: მიხეილ დვალიშვილი და ლავროსი (ლაშა) ივანიაძე.
აღნიშნული გზის რებილიტაციაზე ბიუჯეტიდან 272 923 ათსი ლარი დაიხარჯება .

Visited 160 times, 1 visit(s) today