მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა გოჩა ზეიკიზემ რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული პრობლემები განიხილა. ყურადღება გამახვილდა თვითმმართველ ერთეულებში დასუფთავების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და დაბინძურებული ლოკაციების მყისიერად დასუფთავების აუცილებლობაზე. აღნიშნული საკითხის გადაჭრა სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივი ხელისუფლებების ურთიერთანამშრომლობით მოხდება. გუბერნატორის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მსგავსი სამუშაო შეხვედრების სიხშირე პრობლემების გამოკვეთასა და კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული.
Visited 173 times, 1 visit(s) today