„ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლებმა დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გამართეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს გამგეობის სააქტო დარბაზში ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლებმა დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საჯარო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას,რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.
პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გარდა სატრენინგო პროგრამისა მონაწილეობა მიიღონ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში,ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკსა თუ სხვა აქტივობებში. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.nimd.ge (599 49 66 30)

Visited 148 times, 1 visit(s) today