ნიკოლოზ თოფურიძემ ლეღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ ლეღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. სოფელ მარელისში საფეხმავლო ხიდის სამშენებლო მასალების შესყიდვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან (დაახლოებით 3 000 ლარით) დაფინანსდა. რაც შეეხება სოფლის ცენტრალურ გზაზე გარე განათების სისტემის მოწყობას, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ეპტისა“ დააფინანსა, ხოლო სამუშაოები ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.
სოფელ მარელისის ახალრეაბილიტირებულ გზაზე, სულ მალე, ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ მიერ გადაცემული ნაგვის ბუნკერები განთავსდება.
ამავე დღეს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ ლეღვანში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. სოფელში, ამ ეტაპზე, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, რეგიონული განვითარების ფონდმა 848 000 ლარით დააფინანსა.
სამუშაოებს შ.პ.ს. „ბორი 85“ ასრულებს. გზის რეაბილიტაცია დეკემბრის დასაწყისში დასრულდება.

Visited 187 times, 1 visit(s) today