ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე მწერლის მშობლიურ ჩოხატაურში საზეიმოდ აღინიშნა

14/07/2016

14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე მწერლის მშობლიურ ჩოხატაურში საზეიმოდ აღინიშნა.
სოფელ ზენობანში, ნ.დუმბაძის სახლ-მუზეუმში იუბილეს ესწრებოდა მწერლის ოჯახის წევრები, გურიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლები, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი და პანავეჟისის თეატრი.
სახლ-მუზეუმის შემდეგ, სტუმრებმა ჩოხატაურის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა დაათვალიერეს და კუტურის სახლის მშენებობა მოინახულეს.
ნოდარ დუმბაძის საიუბილეო საღამოს დასკვნითი ნაწილი კინოთეატრ „გურიაში“ სპექტაკლის „სისხლის ძახილი“-ს ჩვენებით დასრულდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0