ოთარ დანელია არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიათა სამეფო ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიათა სამეფო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს სულთან ალ მათრუშს შეხვდა.
შეხვედრას, რომელსაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა თავისუფალი და ღია ბიზნესგარემოს უზრუნველსაყოფად, რომლის ყველაზე მყარი გარანტი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაა. მზარდია საქართველოში ინვესტირების კუთხით ინტერესი, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და აგრო-ტურუზმის მიმართულებით“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა დადასტურებაა იმის, რომ საქართველოს მიმართ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ინტერესი იზრდება, რაც ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოდინებით აისახება.

Visited 125 times, 1 visit(s) today