ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერმა- ემზარ საბანაძემ და ღების თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა – სერგო ლობჯანიძემ მოინახულეს ღების თემის სოფ.თევრეშოს საზაფხულო საზოვრებისკენ მიმავალ გზაზე ჩატარებული გზის წმენდის სამუშაოები. გზის მოცემულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესი დიდ პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას, ამ დროსთვის აღნიშნული გზები სრულიად არის გაწმენდილი. სოფ თევრეშოს შემდეგ ადგილზე დაათვალიერეს სოფ პატარა ღების სასმელი წყლის, სანიაღვრე არხის, საავტომობილო გზის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოინახულეს სოფ.გლოლა-ღების მიმართულებით საავტომობილო გზის ასფალტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, დაათვალიერეს სოფ.გლოლაში ტურბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. ჭანჭახის კალაპოტისგან წარმოშობილი პრობლემური მონაკვეთი .ონის მუნიციპალიტეტის მერი და ღების თემის მაჟორიტარი დეპუტატი სოფლებში შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ისაუბრეს სოფელში არსებული პრობლემების შესახებ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ონის მუნიციპალიტეტის მერს და ღების თემის მაჟორიტარ დეპუტატს. მათი თქმით – მთის რაჭის სოფლებში მოზამთრე ადამიანები მუდამ გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებას და გვერდში დგომას.

Visited 205 times, 1 visit(s) today