“ონკოლოგიის ცენტრში” ნეფროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ორგანიზებით, 9-10 მარტს “ონკოლოგიის ცენტრი” იმერეთში უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და გამოკვლევებს იმ პაციენტებისთვის ჩაატარებს, ვისაც თირკმლის ქრონიკული ან მწვავე დაავადება აქვს.
როგორც “სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ასევე შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს თირკმლის შესაძლო დაზიანებაზე სკრინინგი.
“სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ორგანიზებით “ონკოლოგიის ცენტრში” პაციენტები შარდ-სასქესო სისტემის ექოსკოპიურ კვლევებს, შარდის საერთო ანალიზის ჩაბარებას, სისხლში კრეატინინისა და გლუკოზის დონის განსაზღვრას და ნეფროლოგების კონსულტაციებს უფასოდ შეძლებენ.
“ონკოლოგიის ცენტრის” დიალიზის განყოფილების ექიმებთან კონსულტაციების მიღება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

Visited 233 times, 1 visit(s) today