ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა იწყება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა იწყება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 5 522 185 ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს ონის ახალ ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზის, ფონდსაცავის, ბიბლიოთეკის, მედიათეკის და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას. შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

Visited 147 times, 1 visit(s) today