ორულუში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი 8266 – ით შეივსო. უახლოეს მომავალში ახალი ბიბლიოთეკები რიყესა და დიდინეძში გაიხსნება.

Visited 154 times, 1 visit(s) today