პაატა ხიზანაშვილი ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი რუსთავის №11 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა. ახალგაზრდები მათთვის საინტერესო საკითხებზე სტუმარს საათზე მეტხანს ესაუბრნენ. შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე დიალოგში თავადაც აქტიურად ჩაერთვნენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს ახალი თაობის საჭიროებები და შესაბამისი პრიორიტეტული მიმართულებები. ღონისძიების დასასრულს, რეგიონის გუბერნატორმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადა გულთბილი შეხვედრისთვის, ახალგაზრდებს − გულახდილი საუბრისთვის, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები და ღვაწლმოსილი პედაგოგები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

Visited 201 times, 1 visit(s) today