პან გი მუნის აპრილში საქართველოში ვიზიტს არ ადასტურებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გაერო-ს გენერალური მდივნის პან გი მუნის აპრილში საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

როგორც გაერო-ს წარმომადგენელმა ნიკოლა კრასტევმა prof-news-ს აცნობა, პან გი მუნის შესაძლო ვიზიტის თარიღთან დაკავშირებით ამ დროისთვის ინფორმაციას ვერ დააკონკრეტებენ.

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი აპრილის ბოლოს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში გეგმავს ვიზიტს. მანამდე კი 11 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ საქართველოში პან გი მუნი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. თუმცა, მაშინ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.

Visited 211 times, 1 visit(s) today