პარლამენტმა მიწის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. მთავრობის საკანონმდებლო პროექტი დღეს 80 ხმით მიიღეს.
პროექტის თანახმად, კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი და პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან, სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში და სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება.

Visited 309 times, 1 visit(s) today