პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და 71 ხმით მიიღო. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძის განცხადებით, კანონში ცვლილების შეტანის შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაეცემა. მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროცესების მეტად ეფექტიანად და კოორდინირებულად წარმართვას.
პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, თანმდევ კანონპროექტებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის, დაცული ტერიტორიების სისტემის და აკვაკულტურის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

Visited 18 times, 1 visit(s) today