პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს დაუჭირა მხარი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ზარნაძის, ქეთევან მესხიშვილის და გიორგი შავლიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.

Visited 41 times, 1 visit(s) today