პარლამენტმა ქორწინების შესახებ ცვლილებაზე კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მომუშავე კომისიის შექმნას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ამის სასარგებლოდ ხმა 81-მა დეპუტატმა მისცა , წინააღმდეგ არცერთი წასულა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, კომისიის წევრები არიან: მანანა კობახიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ვაჟა აზარაშვილი(კომპოზიტორი), მერაბ თავაძე(კინორეჟისორი) და ნანა ჭიღლაძე(თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი).

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

Visited 122 times, 1 visit(s) today