პარლამენტში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა უმასპინძლეს სამუშაო შეხვედრას, სადაც მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ მისი ცალკეული დებულებების დანერგვის პრაქტიკასა და ანალიზზე. შეხვედრაში, სახელწოდებით „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების რეტროსპექტული შეფასება“, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ინვესტორთა საბჭოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბიზნეს ასოციაციების, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები და დარგის ექპერტები. შეხვედრაზე განიხილეს კანონში დისპოზიციური და იმპერატიული ბუნების საკითხები ცალკეულ მუხლებში და საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხი.

Visited 25 times, 1 visit(s) today