პირველმა ლედიმ ბავშვთა ჰოსპისის ბენეფიციარები მოინახულა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ბავშვთა ჰოსპისის ბენეფიციარები მოინახულა და “პარტიზანი მებაღეობის” წარმომადგენლებთან ერთად ბავშვთა პირველი ჰოსპისის ეზოში ხე დარგო.
ბავშვთა ჰოსპისი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” პირველი ფინანსური შენატანითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით აშენდა.

Visited 129 times, 1 visit(s) today