პრეზიდენტის სასახლეში პროექტის „აქტიური პანკისი“ დახურვის ცერემონია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „აქტიური პანკისი“ დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მრჩევლებთან ერთად ესწრებოდა.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სათემო კავშირმა „პანკისის კეთილდღეობისთვის“ განახორციელა და იგი პანკისის 6 სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეების ჩართულობით მიმდინარეობდა.
პროექტი სამი კომპონენტისგან შედგებოდა: შემეცნებითი ვიქტორინა- რა? სად? როდის?; ესსე სამშობლოს შესახებ და ფერწერული ნამუშევრების კონკურსი.
დღეს სასახლეში გამართულ ღონისძიებას 30 ფინალისტი ბავშვი დაესწრო, რომლებმაც სასახლის ფოიეში საკუთარი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მრჩევლებს კონკურში გამარჯვებული ესსეები გააცნეს.
პროექტის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განსაკუთრებით პრეზიდენტის მრჩეველს სოფიო შამანიდს პანკისის ხეობის მცხოვრებლებისათვის გამოჩენილი მნიშვნელოვანი ყურადღებისა და ხეობაში განხორციელებული პროექტებისათვის.

Visited 135 times, 1 visit(s) today