საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად საკურორტო კომპლექსში მდებარე ავსტრიული კომპანიის – „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგიროები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა. გონდოლის ტიპის 1200-მეტრიან საბაგიროს ახალ საბაგირომდე მისასვლელად 6-7 წუთი სჭირდება. რაც შეეხება ახალ, დასაჯდომ საბაგიროს, რომელიც 1000 მეტრია, იგი ქარისა და წვიმისაგან დასაცავად დახურული ტიპისაა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას 5-6 წუთი სჭირდება. საბაგიროები ევროპულმა კომპანიებმა „LV Service“-მა და „snowpro“-მ ააშენეს. ახალი საბაგირო გზა ბაკურიანში არსებულ ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს. აღნიშნული პროექტისთვის 5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.
პრემიერ-მინისტრმა დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო დაათვალიერა
11/02/2023