სოფლის მეურნეობის სამინისტოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს პურისა და პურ-ფუნთუშეულის საწარმოების სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს დოკუმენტურად შემოწმდა 75 ობიექტი, მათ შორის 3 საწარმოში დაფიქსირდა სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. ინსპექტირება განხორციელდა პურისა და პურ-ფუნთეულის 18 საწარმოში. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პურის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებლებზე( ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, თუთია, აფლატოქსინი B1, T-2 ტოქსინი, ზეარალენონი, ჰექსაქლორციკლოჰექსანი, დდტ და მისი მეტაბოლიტები) გამოკვლეულ ნიმუშებში დარღვევა არ არ გამოვლენილა.
პურისა და პურფუნთუშეულის საწარმოები შემოწმდა
27/04/2016