რაჭაში, ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

რაჭაში, ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 398 900 ლარს შეადგენს. 31 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მრავალძალი რაჭის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ კულტურული ძეგლია, რომელიც დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რაჭის პოპულარიზაციას და ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

Visited 1,084 times, 1 visit(s) today