”რესპუბლიკელების” უმრავლესობაში ყოფნა მაგონებს სიტუაციას – როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი ერთ ცხენზე

თამაზ მეჭიაური პარტია ”ქართულ ოცნებასა” და ”რესპუბლიკელებს” შორის არსებულ ურთიერთობას ერეკლე მეფესა და კოხტა ბელადს შორის დამოკიდებულებას ადარებს.

”ეს სიტუაცია მაგონებს შემდეგს – ერთ ცხენზე როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, დანარჩენი არ ვიცი”, – განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება შეკითხვას, დატოვებენ თუ არა ”რესპუბლიკელები” უმრავლესობას, მეჭიაურის თქმით, არ იცის და ვერ იტყვის, ”ცხენი ვის გადმოაგდებს”.

Visited 157 times, 1 visit(s) today