რიმა ბერაძემ ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ კომპანიის ,, GWP“ სერვის ცენტრის ხელმძღვანელ ომარ გოცირიძესთან და რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო.
პროექტი მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას ითვალისწინებს, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტით, ასევე გათვალისწინებულია გრუნტის დამჭერი კედლების ჩასხმა მეწყერსაშიშ ფერდობებზე, რომელიც ჩეჩელაშვილსა და მიმდებარე ქუჩებს ესაზღვრება.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სამოციანი წლების შემდეგ ასეთი მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა.

Visited 132 times, 1 visit(s) today