რუსთავში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, თემაზე – „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი“, რუსთავში შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით მოეწყო, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი და საკრებულოს წევრი ფიქრია ავალიანი დაესწრნენ.

Visited 126 times, 1 visit(s) today