რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი შენდება.ახალი ბაღის მშენებლობა ცურტაველის ქუჩაზე, #10-ე ბაღის ადგილზე მიმდინარეობს. #10-ე ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ავარიული მდგომარეობის გამო განხორციელდა. სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,პარმაღი“ ახორციელებს. ახალი ბაღის შენობა ორსართულიანი და განსხვავებული დიზაინის იქნება. ბაღში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება. ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის პარალელურად, რუსთავში, #41 ბაღის ეგერფო-ეფექტური რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. სააღმზრდელო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ოთხი ახალი ჯგუფის დამატება გახდება შესაძლებელი და დამატებით 150 ბავშვი ჩაირიცხება