სააფთიაქო ქსელებში ქართულ პირბადეებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ზოგ ქსელში პირველი პარტია ამოიყიდა კიდეც

მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღეა, რაც პირველი პარტია – 400 ათასი ქართული წარმოების პირბადე საქართველოს აფთიაქებში შევიტანეთ, მოთხოვნა ძალიან დიდია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქსელიდან უკვე ამოიყიდა 70 პროცენტი და სხვა ქსელებშიც მაღალი მოთხოვნაა. ჩვენ ვეცდებით ძალიან სწრაფად შევავსოთ ეს მარაგები. ვკერავთ საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევძლებთ ვუპასუხოთ ბაზარზე არსებულ მაღალ მოთხოვნას. პირველ რიგში ყველას უნდა ახსოვდეს და მოსახლეობას ეს კარგად ესმის, რომ პირბადე არ არის მოდური აქსესუარი, არამედ ეს არის ვირუსით ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომლის ტარება დღესდღეობით აუცილებელია. ეს არის მოთხოვნადი და მოხდენილი პროდუქცია, რომელიც ქართული წარმოებისაა და იკერება საქართველოში, რაც საამაყოა. დღეს პირბადეების კერვაზე ათასამდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალოებში. ქართული წარმოების პირბადე შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში, მისი დამზადებისთვის გამოყენებული ნედლეულის მასალა კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციითა და მათ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე დოლბანდის თვისებების გათვალისწინებით. შეირჩა ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, ქართული წარმოების პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის.

Visited 55 times, 1 visit(s) today