საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები ასევე ეხება გადასახადის გადამხდელთა ფართო სპექტრს და მიმართულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ.
გაუქმდება სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის,რომლებიც თავისი შინაარსით მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები
საგადასახადო დავალიანების ზღვარი გაიზარდა 50 000-იდან 500 000-მდე
გადახდის 1 თვით გადავადება შესაძლებელი ხდება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის დადგენილი ზღვარი გადასახადის შემცირებისთვის 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 000 ლარის ნაცვლად 150 000 ლარით განისაზღვრა
საგადასახადო შეღავათის ვადა 2008 წელს დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი მშენებლობებისთვის 2 წლით გაგრძელდა
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მეწარმეები შეძლებენ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ყოველგვარი ჯარიმის გარეშე ჩამოწერონ.
საგადასახადო კოდექსით ენერგოეფექტურობა წახალისდება. საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი პირის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული შემოსავალი.
დაზუსტდა არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა
ტურიზმისა და ადგილობრივი ფრენების მხარდასაჭერად
დღგ-სგან თავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა
დღგ-სგან და აქციზისაგან თავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება.
საგადასახადო ცვლილებები და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია.
4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში 2016 წელს უკვე შევიდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით .

Visited 232 times, 1 visit(s) today