საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ–ს დელეგაცია ეწვია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალს, ტომას ბლეკსტოკს, დელეგაციასთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლა. შეხვედრაზე ნიკოლოზ სირაძემ ამერიკელ სტუმრებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმიანობა გააცნო, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამერიკულმა მხარემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სამხედრო ინჟინერთა კორპუსისა და აშშ-ს ევროპული სარდლობის ერთობლივი საჩუქარი: ხელსაწყოების პორტატიული ყუთები, სხვადასხვა ტიპის გენერატორები, კარვები, ჩაფხუტები, ძალაყინები და სხვა აღჭურვილობა გადასცა. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა სტუმრებმა აშშ-ს ევროპული სარდლობის ფინანსური მხარდაჭერით აშენებული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და სიმულაციურ ჩვენებებს დაესწრნენ.

Visited 163 times, 1 visit(s) today