საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულებას ეწვივნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გაცნობის მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების 50-მდე ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულებას ეწვია. ღონისძიება “ამბასადორიალი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დიპლომატებს რუსთავის #16 დაწესებულება დაათვალიერებინა, რომელიც რეაბილიტირებულია და მაქსიმალურად არის დაახლოებული ევროკავშირის სტანდარტებთან. მინისტრმა ასევე ისაუბრა პენიტენციური სისტემის რეფორმებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ ცალკეულ პროექტებზე.

Visited 165 times, 1 visit(s) today