საკარანტინე ზონაში შეჭირვებული მოსახლეობისთვის სურსათის შეძენის აქციას დღეს შეუერთდა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი

საკარანტინე ზონაში შეჭირვებული მოსახლეობისთვის სურსათის შეძენის აქციას დღეს შეუერთდა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, რომელმაც ბოლნისში მცხოვრებ 60 მრავალშვილიან შეჭირვებულ დედას სასურსათო კალათები საჩუქრად გამოუგზავნა. სურსათის გადაცემის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრნენ. დეპუტატმა და მერმა ივა ჭყონიას ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ სასურსათო პაკეტები ბოლნისის გარდა ასევე მარნეულში მცხოვრები ბენეფიციარებისთვისაც არის განკუთვნილი. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას მიერ გამოგზავნილი სასურსათო პაკეტები შეჭირვებულ, მრავალშვილიან დედებს დღეს დაურიგდებათ.

Visited 148 times, 1 visit(s) today