საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში სარევიზიო კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
პირველი საკითხი რომელზეც კომისიის წევრებმა იმსჯელეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების განხილვას ეხებოდა.
ამავე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგეობების მიერ 2016 წლის და 2017 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.

Visited 111 times, 1 visit(s) today