სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა რეგიონის შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ცაიშის და შამგონას ადმინისტრაციული ერთეული;
ხობის მუნიციპალიტეტი – სოფელი საგვიჩიო;
სენაკის მუნიციპალიტეტი – დიდიხორში და მენჯის ადმინიტრაციული ერთეულები;
აბაშის მუნიციპალიტეტი – კეთილარი, პირველი მაისი და სუჯუნა.

ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა.
პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: parosana.ge

Visited 236 times, 1 visit(s) today