სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. დროშები დაშვებულია რეგიონის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

Visited 194 times, 1 visit(s) today