სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2019 წლის სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ფარგლებში 2019 წლის სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ, გუბერნატორის სათათბირო ორგანოს სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილი ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებმა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებმა.
ჯგუფი ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით საზოგადოებრიობის ფართო ფენების ჩართულობით მოამზადებს საპროექტო წინადადებებს ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისა და ტურისტული პოტენციალის სრულფასოვნად ამოქმედების მიზნით. სამუშაო ჯგუფის მომზადებული საპროექტო წინადადებები განხილული იქნება საკრებულოების სხდომებზე. გუბერნატორის სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მოწონების შემდგომ წინადადებები გადაიგზავნება რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიაზე განსახილველად. საპროექტო წინადადებები დაფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტების მეშვეობით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეხვედრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე განათლებისა და კულტურის სამუშაო ჯგუფებთან

Visited 162 times, 1 visit(s) today