სამცხე-ჯავახეთს პროექტ „აღმოაჩინე საქართველო“ -ს ფარგლებში ახალგაზრდული ბანაკი სტუმრობს

სამცხე-ჯავახეთს პროექტ „აღმოაჩინე საქართველო“ -ს ფარგლებში ახალგაზრდული ბანაკი სტუმრობს. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები. დღეს კი მათ მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ახალციხის ციხე მოინახულეს და მის ისტორიას გაეცნენ. პროექტის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს დაახლოებით 15 ათასამდე ახალგაზრდა ეცნობა და ის სამცხე-ჯავახეთის პარალელურად სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს. ბანაკი სამცხე-ჯავახეთში სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.

Visited 122 times, 1 visit(s) today