საქართველოდან, იანვარ-მარტში, გასულ წელთან შედარებით, 51%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

როგორც prof-news-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 116%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5 046 166 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ს აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი – 4 077 797, უკრაინა – 1 088 862, ყაზახეთი – 784 844, პოლონეთი – 443 208 და ჩინეთი – 371 295 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება დაფიქსირდა: რუსეთი – 124% (4 077 797), უკრაინა – 66% (1 088 862), პოლონეთი – 26% (443 208), ლიტვა – 34% (137 448 ), ყირგიზეთი – 70% (67 746), აშშ – 19% (62 448), გერმანია – 89% (80 814), ჩინეთი – 2% (371 295), ბელარუსი – 297% (61 920), დიდი ბრიტანეთი – 40% (21 432) და სხვა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

Visited 125 times, 1 visit(s) today