საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭება ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტმა ბერტ კოენდერსმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძის მისალოცი წერილი გაუგზავნა. ბერტ კოენდერსი წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც წლების განმავლობაში ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტისა და სავაჭრო მისიების ფარგლებში.

„ნიდერლანდები მხარს უჭერს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებას და, ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებად განიხილავს“ – ნათქვამია წერილში. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უკვე არსებული თანამშრომლობის შეფასებისა და მომავლის გეგმების დასახვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

Visited 156 times, 1 visit(s) today