საქართველოს პირველი ლედი “ქუთაისის ქალთა კლუბის მეგობარი” გახდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პირველი ლედი “ქუთაისის ქალთა კლუბის მეგობარი” გახდა. აღნიშნული სტატუსი მაკა ჩიჩუას დღეს ქუთაისის ქალთა კლუბმა 10 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიანიჭა, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
ქუთაისის ქალთა კლუბი ასოციაციის “ქალები რეგიონის განვითარებისთვის” პროექტის ფარგლებში საქმიანობს და აქტიურ ქალებს აერთიანებს, რომლებიც საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ პროექტებს ახორციელებენ.
საქმიანობის მთავარი მიზანი კი, ქალების როლის გაზრდა, მათ შორის შშმ პირების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაა.
მაკა ჩიჩუამ შეკრებილ საზოგადოებას, კლუბის დამფუძნებლებს და წევრებს სიტყვით მიმართა, ქალთა კლუბის მნიშვნელობაზე, ქვეყნის განვითარების მიმართულებით მათი საქმიანობის გაძლიერების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წევრებთან ერთად მწერალი დავით ტურაშვილიც ესწრებოდა.

Visited 211 times, 1 visit(s) today