საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი გახსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმი გახსნა. მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს ოპერისა და ბალეტის თეატრში სიტყვით მიმართა. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება. „აბრეშუმის გზის ფორუმი” თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება, ის საერთაშორისო მნიშვნელობის, მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც წელს მონაწილეობას იღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის მთავარი თემა წელს დაკავშირებადობაა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა.

Visited 33 times, 1 visit(s) today