საქართველოს საერთაშორისო მეგობრები გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს

საქართველოს საერთაშორისო მეგობრები გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის წევრმა, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა, ფულის გათეთრების, საგადასახადო დავალიანების თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის საკითხებთან დაკავშირებული გამოძიებათა კომიტეტის ვიცე-თავჯდომარემ ანა გომეშმა, რომელთანაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრა ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში გაიმართა. ანა გომეშმა აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების წარმატებულ პროცესი. ასევე, დადებითად შეაფასა ევროკავშირთან ეკონომიკური და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული, თუ ეკონომიკური რეფორმები და დაადასტურა მზაობა მომავალშიც განაგრძოს აღნიშნული პროცესის ხელშეწყობა.

Visited 149 times, 1 visit(s) today