შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016”-ის ფინალი გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების შემკრებები.
ნომინაციაში „ზეპირსიტყვიერება, კაფია“ საუკეთესო გამოსვლისათვის თიანელი ზაურ წოწკოლაური გახდა ფესტივალის გამარჯვებული და გადაეცა ფულადი პრემია
500 ლარის ოდენობით.
“საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ქართული, ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის, ფოლკლორის დარგებისა და ჟანრების ნიმუშთა მოძიება-დაფიქსირება და დღეს არსებული ცოცხალი ფოლკლორული ყოფის რეალური სურათის წარმოჩენა. გიორგი წოწკოლაური ზაური წოწკოლაური
“საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016”-ის ფინალი გაიმართა
Visited 232 times, 1 visit(s) today