საქართველო ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, პირველად უმასპინძლებს გამოფენას – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“
4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება:
· სამეცნიერო კონფერენციები
· პრეზენტაციები
· ღვინის პროფესიული დეგუსტაციები
· რამდენჯერმე გაიმართება სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კონცერტი, შესრულდება ხალხური და საეკლესიო საგალობლები
· გაიმართება მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის პრემიერა
· გაიმართება რამდენიმე კულინარიული საღამო და სხვა თემატური ღონისძიება
ღვინის ცივილიზაციის ცენტრი განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს