საქართველო წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას თურქეთისგან მიიღებს

საქართველო წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას თურქეთისგან მიიღებს. დოკუმენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ, ემინე ალფ მეშემ მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, თურქეთი საქართველოს 100 000 დოზა წწყ ვაქცინას გადასცემს.
შეთანხმება საქართველო-თურქეთის მთავრობებს შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.

Visited 70 times, 1 visit(s) today