საქაშეთში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, სრულად რეაბილიტირდა მორიგი საჯარო სკოლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, სრულად რეაბილიტირდა მორიგი საჯარო სკოლა. სკოლაში, სადაც 90-იანი წლების შემდეგ სრულიად იყო მოშლილი ინფრასტრუქტურა და თაობებს მძიმე პირობებში, უშუქოდ და გათბობის გარეშე უწევდათ სწავლა, დღეს ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და მაქსიმალურად ორიენტირდნენ ცოდნის მიიღებაზე.
სკოლის რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახები დაუბრუნდნენ სოფელს და მოსწავლეთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

Visited 281 times, 1 visit(s) today