საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში, საჩხერე-ქვემო ხევი-უზუმთას საავტომობილო გზის შქმერი-ზუდალის კმ 40,9 -კმ 48,6“ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მიმდინარეობს საჩხერე – ქვემო ხევი – უზუმთას საავტომობილო გზის შქმერი-ზუდალის კმ 40,9 -კმ 48,6“ მონაკვეთის VI ლოტის რეაბილიტაცია. მე-6 ლოტზე (კმ40.9-კმ48,6) გათვალისწინებულია 7.7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. ამჟამად, მიმდინარეობს მთის მოჭრის, გზის გაჭრისა და მეორეხარისხოვანი გრუნტით შევსების სამუშაოები, ასევე, გეოდეზისტების მეთვალყურეობით პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ სამუშაოებს 4 მარტიდან ახორციელებს კომპანია „ნიუ როუდი“. პროექტის მიხედვით, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება.
აღიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო
მბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული.

Visited 239 times, 1 visit(s) today